May 8, 2026
საქმე მაშინაც იწყება, როცა ფული არ გაქვს — ჩვენი ისტორია Founders Club-ის პოდკასტზე

Founders Club-ის პოდკასტს ვესტუმრეთ, რომ გვესაუბრა, როგორ დაიწყო სამეფო თაფლი — ისტორია, რომელიც 19 წლის ასაკში, უფულოდ, მხოლოდ მიზნით დაიწყო. წინ კი რამდენიმე მარტივმა რწმენამ წაიყვანა:
• თუ მიზანს დაისახავ და ირწმუნებ, რომ ეს საქმე გამოვა.
• თუ შენი რწმენა ცოცხალი იქნება — რაც ნიშნავს, რომ ბევრს იშრომებ შენი მიზნების მისაღწევად.
• თუ შენი მიზნისკენ სიარული პატიოსან და ღირსეულ ჩარჩოებს არ გასცდება.
• თუ არ შეუშინდები გამოწვევებს და არ დაიღლები შენი მიზნისკენ სწრაფვით.
• თუ დღევანდელ საქმეს ხვალისთვის არ გადადებ.
აი, მთელი რეცეპტი. დანარჩენი ფუტკრების, ყვავილების და დროის საქმეა.